ახალგაზრდების საპროტესტო მსვლელობა პარლამენტთან დასრულდა | რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა განახლდა

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს! - ახალგაზრდების საპროტესტო მსვლელობა პარლამენტთან დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან, რუსთაველის გამზირზე დაიწყეს.

დემონსტრანტები ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც დააფიქსირეს თავიანთი ურყევი ნება ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ კი ისინი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. "სანამ ამ კანონს უკან არ გაიწვევენ, არ მოვასვენებთ", - ამბობენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი