შეუთავსებელია EU-ს ღირებულებებთან, მოვლენების განვითარებას მოჰყვა სერიოზული შეშფოთება ლიეტუვაში, EU-ში | კალინდრა რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

"საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ შესრულებული იქნება ევროკომისიის მიერ დადგენილი 9 ნაბიჯი. ამ ცხრა ნაბიჯს შორის არის პუნქტები, რომლებიც მოუწოდებს საქართველოს ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირის წინააღმდეგ და ასევე უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი საქმიანობა. წარდგენილი კანონპროექტი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. მოვლენების განვითარებას მოჰყვა სერიოზული შეშფოთება როგორც ლიეტუვაში, ასევე ევროკავშირში, ამის მიუხედავად, ჩვენ კიდევ გვაქვს იმედი, რომ საქართველო გამოიყენებს ამ ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას, რაც ევროკავშირის გაფართოებით წარმოიშვა".

  თქვა საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ რუსულ კანონზე. [თარგმანი ფორმულა]

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი