"ქვეყანა მიგყავთ რუსეთისკენ, ეს არის ღალატი...თქვენ პირადად ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული"| ჟურნალისტი პაპუაშვილს

გამოქვეყნდა:

ეს არის ღალატი, ეს ქვეყანა თქვენ მიგყავთ რუსეთისკენ ამ კანონით, ეს არის ღალატი -ამ სიტყვებით მიმართა გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელმა ეთერ თურაძემ შალვა პაპუაშვილს ბათუმში მიმდინარე პრესკონფერენციაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივი მედიის შეკითხვებს პასუხობს.

ჟურნალისტმა პაპუაშვილს ის პერიოდი შეახსენა როცა ის უცხოურ ორგანიზაციაში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე მუშაობდა და შეთავაზებაც გაუკეთა:

"თქვენ თქვენი ამ კანონით, ცდილობთ გვიწოდოთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა თუ ქართულ განმარტებით ლექსიკონს აიღებთ და წაიკითხავთ რა არის იქ აგენტი, პირდაპირ წერია, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი.

შესაბამისად, არც ერთ შემთხვევაში, მე, 23 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემი სამშობლოს დემოკრატიული განვითარებას და თქვენ ვერ დამაძალებთ მაგ იარლიყს.

მინდა შემოგთავაზოთ ერთი წინადადება - აგენტები როგორც წესი, არ იცვლიან პროფესიას, სულ აგენტები არიან. თქვენ მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში, მოდით დავიწყოთ რეესტრის გაკეთება არა 2023 წლიდან, არამედ 2000 წლიდან და ყველა ჩავეწეროთ ამ რეესტრში - ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შალვა პაპუაშვილი, რომელიც მე რომ მთელი რედაქციისთვის ხელფასს ვარიგებდი 2010-2011 წლისთვის, ალბათ თქვენ ერთი ადამიანი იღებდით მაგ ხელფასს. ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შემდეგ ჩაწეროს ბატონი პრემიერი, ირაკლი კობახიძე, შემდეგ ჩავწეროთ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფონდიც სრულიად უცხოური ფულით არის შევსებული ...  მე ვიქნები მეოთხე" - მიმართა პაპუაშვილს ჟურნალისტმა

მან პაპუაშვილს პირდაპირ უთხრა, რომ მის ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, რაც ქვეყნის ღალატია: 

ეს არის ღალატი, ეს ქვეყანა თქვენ მიგყავთ რუსეთისკენ ამ კანონით, ეს არის ღალატი. 

თქვენ პირადად ამ დოკუმენტით ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული და დადგება დრო აუცილებლად თქვენ საქმეს გამოიძიებს პროკურატურა.  იმიტომ, რომ თქვენ დამალეთ გადასახადები, ჩემი გათვლებით, დაახლოებით 200 ათასი ლარი. თქვენ რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონება გაიფორმეთ 12 ლარად კანონის გვერდის ავლით... ჩვენ ტექნიკურად დავაზუსტეთ რა შეცდომაც დავუშვით" აღნიშნა ჟურნალისტმა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაზე.  

პასუხად, პაპუაშვილმა "პრობლემად" დაასახელა, რომ ჟურნალისტებს პოლიტიკური პოზიცია აქვთ - "ჟურნალისტიკა იქცა პოლიტიკად. რაც უპირველეს ყოვლისა არის საკუთარი პროფესიის უპატივცემულობა" - თქვა პაპუაშვილმა. 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი