პირველ რიგში ქვეყანას უჭერენ მხარს, მაგრამ მხარს უჭერენ ჩემ შვილსაც და ეს ფაქტი მახარებს | გიული ალასანია რეზოლუციაზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის რეზოლუციას მესამე პრეზიდენტის დედა ეხმაურება. გიული ალასანია ამბობს, რომ კმაყოფილია მის შვილთან დაკავშირებული ჩანაწერით, რომლითაც ევროდეპუტატები მის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებას და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანას ითხოვენ

"ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფაქტით, იმიტომ, რომ არ არის ასეთი იოლი ამ ვრცელ სიაში მოხვედრა. საერთოდ ძალიან დავალებული ვარ მე პირადად ამ დაწესებულებისგან, იმიტომ რომ რამდენი რეზოლუცია იყო უკვე მიღებული პერსონალურად, ჩემ შვილთან დაკავშირებით, მის თავისუფლებაზე. ქვეყანას, სახელმწიფოს უჭერენ პირველ რიგში მხარს, მაგრამ მხარს უჭერენ ჩემ შვილს და ეს ფაქტი მე ძალიან მახარებს, რა თქმა უნდა," - აღნიშნა გიული ალასანიამ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი