რუსებმა ხარკოვის ოლქში, რკინიგზის სადგურის ტერიტორია დაბომბეს | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს, შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

"ოკუპანტებმა ბალაკლიას დაარტყეს, რკინიგზის სადგურთან. დაშავდა ხუთი ადამიანი - სამი ქალი და ორი კაცი,"- განაცხადა სინეგუბოვმა, მოგვიანებით კი დაამატა, რომ დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. მისი ინფორმაციით ადგილზე ყველა სერვისი მუშაობს.

ბალაკლიას სამხედრო ადმინისტრაცია Telegram-ში მოსახლეობას სთხოვს, არ მიუახლოვდნენ რკინიგზის სადგურს.

 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი