რა არჩევანს გააკეთებენ ქართული კომერციული ბანკები - ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიღებული კანონი ოფშორების შესახებ, ბანკებს ურთულეს მდგომარეობაში აყენებს. მთავარი პრობლემა ე.წ. შავი ფულის ტრანზაქციებთან იქნება დაკავშირებული. თუ ბანკები უარს იტყვიან მსგავს ოპერაციებზე, ღია კონფლიქტში შევლენ ოლიგარქთან. თუმცა, როგორ იმოქმედებს ამ შემთხვევაში ხელისუფლება, ძნელი გამოსაცნობი არ არის - ეკონომისტებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ სანქცირებული ფარცხალაძის ქონების გადარჩენის სპეცოპერაცია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა.