ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 115 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 236 კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 115 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 236 კი დაშავდა - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, კასიმ მაჯალივამ განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად 10 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა, დაზარალდა  200 000-ზე მეტი ადამიანი.

"ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ძლიერი ქარი ახლავს, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სავალალო შედეგები გამოიწვია. დაიღუპნენ ადამიანები, დაზიანებულია სახლები და რკინიგზა", - ამბობს პრემიერი. 

 

პარალელურად, წყალდიდობა იყო კენიაშიც, რომელსაც სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი