ახალგაზრდებმა საპროტესტო მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს | ვითარება ადგილზე

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ კანონს", "საქართველოს ადგილი ევროპაშია!" - ახალგაზრდებმა საპროტესტო მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. ამ დროისთვის სტუდენტები კანცელარიასთან სიტყვით გამოდიან:

"ჩვენ ვდგავართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი. მგონი ყველასთვის ნათელია, ვინ გვიშლის ამ მიზნის მიღწევაში ხელს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყოველდღე დგამს მოღალატეობრივ ნაბიჯებს. ინიციატივით გამოვდივარ როცა არჩევნები დამთავრდება, შევკრიბოთ ყველამ თანხა და ეს 83 დეპუტატი, თავის მმართველებთან ერთად, გავუშვათ თავის სახლში, მოსკოვში!", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ სტუდენტები ისევ პარლამენტთან გადაინაცვლებენ. სწორედ იქ აპირებენ ისინი აქციის გაგრძელებას. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი