რატომ არ ეძლევა უკრაინის ომბუდსმენს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება | არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრეგაძეს მიმართეს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იუსტიციის მინისტრს მიმართეს და უწყებაში ოფიციალური წერილი შეიტანეს. ხელმომწერები ითხოვენ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არ ეძლევა უკრაინის ომბუდსმენს საშუალება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულოს. 

"არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოფიციალურად მივმართეთ რატი ბრეგაძის უწყებას, გვითხრას, მოგვწეროს ოფიციალურად, რატომ ვერ ხერხდება ამდენი ხნის განმავლობაში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან "ვივამედში", ვინაიდან ის არის უკრაინის მოქალაქე. უკრაინის ომბუდსმენმა ვერ გაიგო რატომ ვერ ჩამოდის და ნახულობს პრეზიდენტ სააკაშვილს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიება", - ამბობს "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" წარმომადგენელი, მანანა ანდღულაძე.

"საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის" პრეზიდენტი, აკაკი ხუსკივაძე ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით უკრაინის ომბუდსმენის წერილებს პასუხს არ სცემს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი