ჩალის ფასიც არ აქვს, აქვს ჩალაძის ფასი | კობახიძის ანტიდასავლური განცხადება ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას "ჩალის ფასიც არ აქვს."

"ეს ყველაფერი არის იმ პროცესის გამეორება, რაც ხდებოდა 2022 წელს...ყველაფერი არის მარტივი დეჟავიუ, არის ამ ყველაფრის გამეორება. აქაც, როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება, მაგალითად, კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. და შესაბამისად, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ჩაუფინონ ერთგვარი ნეგატიური ფონი, დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლაც ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. უფრო მეტიც, ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ამ რეზოლუციას. რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე," - ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის, 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის შესწორებას, რომლითაც "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი. შესწორებებში ასევე მოთხოვნილი იყო მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და ის, რომ ევროკომისიამ, შეაფასოს რუსული კანონის გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი