დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები აჩვენებს, რომ საქართველო კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს | ნაუსედა

გამოქვეყნდა:

"საქართველოში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს" - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, ლიეტუვაში პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან, ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამაზე რეაგრება უნდა მოახდინონ.

"სამწუხაროდ, ეს მოვლენები, იქ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, საქართველო, კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს და ეს ნამდვილად აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებელ სვლას. ასე რომ, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ," - ამბობს ნაუსედა [საზოგადოებრივი მაუწყებელი].

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი