რუსეთმა უკრაინის 3 ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში

გამოქვეყნდა:

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს ცნობით, რუსეთმა უკრაინის სამ ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში. 

მისივე თქმით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები ლვოვის, დნეპროპეტროვსკის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში მდებარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს.

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, ერთ-ერთ ობიექტზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაზიანდა ოთხი თბოელექტროსადგური და ტექნიკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი