ფრონტზე მდგომარეობა რთულია და ესკალაციის ტენდენცია აქვს, იარაღის დროული მიწოდება უმნიშვნელოვანესია | სირსკი

გამოქვეყნდა:

ფრონტზე მდგომარეობა რთულია და კიდევ უფრო გაუარესების ტენდენცია აქვს - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების საკონტაქტო ჯგუფის („რამშტეინის ფორმატი“) შეხვედრაზე განაცხადა.

„მე ვაცნობე კოალიციის წევრებს რთული ოპერატიულ-სტრატეგიული სიტუაციის შესახებ, რომელსაც აქვს ესკალაციის ტენდენცია“, - განაცხადა სირსკიმ თავის Telegram არხზე.

მისივე თქმით, პარტნიორებს განუმარტეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების სპეციფიკა, ასევე უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები რაკეტების, საბრძოლო მასალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კუთხით. შეიარაღებული ძალების მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში იარაღის დროული მიწოდება უმნიშვნელოვანესია.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი