მინიმუმ 7 საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot გვჭირდება | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს მინიმუმ შვიდი საზენიტო - სარაკეტო სისტემა Patriot სჭირდება - „უკრაინას სჭირდება შვიდი სისტემა და ეს არის მინიმალური. ჩვენს პარტნიორებს აქვთ ეს "პატრიოტები", - თქვა მან საღამოს მიმართვაში.

უკრაინის არმიას უკვე აქვს რამდენიმე პატრიოტის სისტემა, რომელსაც დასავლელი  მოკავშირეები აწვდიდნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. უახლოეს მომავალში ქვეყანაში კიდევ ერთი ინსტალაცია გერმანიიდან ჩავა.

Financial Times-ის ცნობით, საბერძნეთსა და ესპანეთს ევროკავშირისა და ნატოს მოკავშირეები ინტენსიურად მოუწოდებენ, რათა უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი