არა რუსულ კანონს! | ჩიკაგოში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში ქართველმა ემიგრანტებმა შაბათს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. მათ მიტანილი ჰქონდათ ბანერები - "Say no to Russian law,'' ''No to Russian Influence,'' "არა რუსულ რეჟიმს" და სხვა.

"არა რუსულ კანონს!," "არა რუსულ მთავრობას!," "არა პუტინის წარმომადგენლებს საქართველოში," - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების შემდეგ, მისი საწინააღმდეგო აქცია მსოფლიოს არაერთ ქალაქში გაიმართა.

დღეს, 19 საათზე კი თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ ევროპული მარში გაიმართება. შეკრება 19 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმართულებით ფეხით მსვლელობა მოეწყობა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი