"გავუყენოთ რუსული კანონი რუსული საკრუიზო გემის გზას" | 29 აპრილს ბათუმში აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით ბათუმში, ევროპის მოედანზე, 29 აპრილს, 19:00 საათზე, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართება.

"ამ დღეებში ჩვენი ნამდვილი საქართველო გამოჩნდა - გაბედული, პრინციპული, მშვიდობიანი, გონიერი, ენერგიული, განათლებული და ორგანიზებული.

ვაჩვენეთ, რომ არ გვეზარება, არ ვიღლებით და არ გვეშინია ამ ბრძოლაში ყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის ბოლო პერიოდის ჩვენი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლისთვის.

ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ ძველი მეთოდების ერთგულია და რეგიონებიდან იძულებით ჩაყვანილი ხალხის აქციას მართავს. ჩვენ კი, ვინც ბათუმში დავრჩით, ევროპის მოედანზე ვიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი დაუმორჩილებლობა.

29 აპრილს, 19:00 საათზე შემოუერთდი წინააღმდეგობის აქციას, გავუყენოთ რუსული კანონი რუსული საკრუიზო გემის გზას, როგორც ეს ერთი წლის წინ ბათუმში მოხდა," - წერენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნება" რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას მართავს და რეგიონებიდან საჯარო მოხელეები ჩამოჰყავს. "ოცნების" ხელისუფლებამ ამავე დღეს ჩანიშნა რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა და ბიუროს სხდომა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი