"ოცნების" მორიგი ტრიუკი | გორის სპორტის სააგენტომ 27-29 აპრილი უქმე დღეებად გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" მორიგი ტრიუკი საზოგადოებას - ადგილობრივი ლიდერების გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ 27-30 აპრილი უქმე დღეებად გამოაცხადა.

ოფიციალურ მიზეზად დეზინფექციის სამუშაოები სახელდება, რომელიც გუშინ დაიწყო და ზეგ დასრულდება. თუმცა, ეს ასობით საჯარო მოხელეს საშუალებას აძლევს, რომ ხვალ, 29 აპრილს, თბილისში, ხელისუფლების მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ისე შეუერთდეს, რომ შვებულების დაწერაც კი არ დასჭირდეს.

სხვა ქალაქების მსგავსად, "ქართულ ოცნებას" გორშიც საყოველთაო მობილიზება აქვს გამოცხადებული, რათა დედაქალაქში რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანოს.

"გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს სასპორტო სკოლათა დარბაზებში ჩატარებული გეგმიური სადეზინფექციო სამუშაოების გამო, 27-დან 30 აპრილამდე, დროებით შეჩერებულია სასწავლო-საწვრთნელი პროცესი. სპორტულ დარბაზებში მეცადინეობა, ჩვეულ რეჟიმში განახლდება 30 აპრილს," - ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი "მთავართან" ამბობს, რომ უქმე დღეებისგამოცხადება 29 აპრილის შეკრებასაც უკავშირდება: "ბავშვებზეც ვზრუნავთ და ვისაც თავში ჭკუა აქვს, ნაღდი ქართველი უნდა წავიდეს აქციაზე, რომ საქართველო გადარჩეს. პიდარას*ებისგან, *რაკის მიმცემებისგან, როგორღა გითხრათ ეხლა."

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი