რუსული კანონის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით, "ოცნების" ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული და "საყოველთაო სახალხო შეკრების" საორგანიზაციო საკითხებს შეეხება.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს "ოცნება" რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას მართავს და რეგიონებიდან საჯარო მოხელეები ჩამოჰყავს. ამავე დღეს მათ ჩანიშნეს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა და ბიუროს სხდომა. პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით გატანის თარიღი დაზუსტებული ჯერჯერობით არ არის.

გაათენე საქართველოსთვის | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი