ბათუმელი სტუდენტების ცნობით, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე წასვლის სანაცვლოდ, ქულების მომატებას და სხვა შეღავათებს პირდებიან

გამოქვეყნდა:

საგანგებო მობილიზაცია ბათუმში. მმართველი პარტია ხვალ დაანოსნებულ კონტრაციაზე სტუდენტებს წასვლას აიძულებს. საზღვაო აკადემიის ერთ-ერთი სტუდენტი ყვება, რომ რუსულ მარშზე წასვლის სანაცვლოდ, სტუდენტებს გამოცდებზე ქულების მომატებას და კიდევ სხვა ბევრ შეღავათს ჰპირდებიან. მათ კი - ვინც უარს იტყვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერებით და ქულების დაკლებით ემუქრებიან. ბევრმა სტუდენტმა პროტესტი გამოთქვა, თუმცა ზოგიერთი სხვადასხვა მიზეზის გამო იძულებულია ოცნების მიერ დაორგანიზებულ აქციაზე წავიდეს.

ვარ სტუდენტი, რომელიც  ღიად ვსაუბრობ და ვაფიქსირებ იმ უსამართლობას, რასაც ვხედავ ჩემს ირგვლივ. როგორ სამარცხვინოდ ეწევიან  ახალგაზრდების, სტუდენტების და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების აგიტაციას, თუნდაც რუსულ მარშზე გასაყვანად. ცდილობენ ჩარიონ იქ, სადაც არ უნდათ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ძალდატანებითია თუ არა, არამედ საუბარია იმაზე, რომ არც უნდა გაებედათ შეეთავაზებინათ ბათუმში სტუდენტებისთვის  რუსულ მარშზე წაყვანა.  სამწუხაროა რომ სტუდენტებს და ახალგაზრდებს დღეს გვიწევს ამ რეალობაში ყოფნა. მაგრამ მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, -  ჩვენც ამ ქვეყნის შვილები ვართ და ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

არ შეიძლება თვალის დახუჭვა იმაზე, თუ როგორ გვართმევენ თავისუფლებას და თან ეს ყოველივე კანონიერი გზით სურთ რომ გააკეთონ სწორედ "რუსული კანონის" მიღებით. არ ვიფიქროთ იმაზე რომ აზრი არ აქვს ბრძოლას. სხვა ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს.  ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი ერთობის და შემართების ეშინიათ.  ყოველთვის უნდა დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი ღიად და მკაფიოდ.  სწორედ  ეს არის ევროპა და ევროპულობა. მე დღეს ყველაზე  ამაყი და მართალი ვარ საკუთარ თავთან და იმ ახლაგზარდებთან, ვინც იზიარებს ამ აზრს. სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ღიად იმ უსამართლობაზე, რომელიც ხდება ჩვენს ირგვლივ -  მიუხედავათ იმისა რომ ვიცი მომიწევს გავუმკლავდე უამრავ წინააღმდეგობას. უბრალოდ ბედნიერ, მშვიდ და სამართლიან ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, - წერს ბათუმის საზღვაო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი, მიშა განდელიძე.

მთავარი 09:00 | არა რუსულ კანონს! აქცია პარლამენტთან
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი