პარლამენტთან ხმაურია | პოლიცია "ოცნების" საგანგებოდ მოწყობილ სცენას ევროპული მარშის მონაწილეებისგან იცავს

გამოქვეყნდა:

ხმაურია ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. პოლიცია "ქართული ოცნების" მიერ საგანგებოდ მოწყობილ სცენას ევროპული მარშის მონაწილეებისგან იცავს და აქციის წევრებს არ აძლევს საშუალებას, ავიდნენ სცენაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშებით. 

აქციის მონაწილეები სკანდირებენ "შეგვიშვით", თუმცა პოლიცია მათ სცენაზე ასვლის საშუალებას არ აძლევს.

მოგვიანებით, ევროპული მარშის მონაწილეებმა ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს სთხოვეს, სცენაზე 10 ქალი აეშვათ, თუმცა მათ ამაზეც უარი მიიღეს.

პარალელურად განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს: 
შსს აქციის მონაწილეებს წერილობითი განცხადებით აფრთხილებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი