პარლამენტმა 29 აპრილს უსაფრთხოების ყვითელი დონე აამოქმედა | შენობაში კვლავ არ დაუშვებენ ონლაინ მედიას და ტელევიზიების 2-ზე მეტ გადამღებ ჯგუფს

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა 29 აპრილს უსაფრთხოების ყვითელი დონე აამოქმედა - პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ შენობაში კვლავ არ დაუშვებენ ონლაინ მედიას და ტელევიზიების 2-ზე მეტ გადამღებ ჯგუფს.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, - წერია განცხადებაში. 

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | ვითარება პარლამენტთან
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი