იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან სალომე სამადაშვილიც გააძევეს

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს - სალომე სამადაშვილს დაატოვებინეს. მანამდე სხდომიდან გააძევეს დეპუტატები ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე. ვაშაძეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ლელოს" წევრი ამბობდა, რომ ამ კანონის გამო საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დაკარგონ. ამის გამო ანრი ოხანაშვილმა მას სიტყვა ჩამოართვა და თქვა, რომ ეს არ ეხებოდა პირველ მუხლს. 

მიკროფონის გათიშვის შემდეგ სამადაშვილმა მომხსენებელ მამუკა მდინარაძესთან კამათი გააგრძელა რის გამოც მას დარბაზი დაატოვებინეს. 

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი