"რუსი ხარ...შეგეწერათ ყაველაშვილის გინება და შეგეწერებათ ბოლომდე" | კომიტეტის სხდომიდან ანი წითლიძეც გააძევეს

გამოქვეყნდა:

ანრი ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ენმ-ის წევრი, ანი წითლიძეც გააძევა. ეს უკვე მ-7 ოპოზიციონერია, რომელიც ოხანაშვილის "სანქციების" სამიზნე გახდა. მიზეზად მან რეგლამენტის დარღვევა და მიკროფონის გარეშე საუბარი დაასახელა.

დარბაზში ხმაური იყო - "რუსი ხარ...ამიტომ შეგეწერათ ყაველაშვილის გინება და შეგეწერებათ ბოლომდე" - ამ სიტყვებით მიმართა წითლიძემ რუსული კანონის წარმდგენ მამუკა მდინარაძეს:

„არანაირი განხილვა არ აინტერესებს „რუსულ ოცნებას“, არანაირი მიზანი „რუსულ ოცნებას“ არ აქვს იმისი, რომ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. ნახეთ თქვენ მანამდე დეპუტატები, რომლებიც გამოაგდეს და ახლა გამომაგდეს მეც, ოღონდ არ ვიცი რის გამო, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარეს კონკრეტულ კითხვაზე. არ არის ამათი მიზანი, რომ მუხლობრივ განხილვაში შევიდნენ, რადგან მათ აქვთ კითხვებზე პასუხი, დემაგოგობენ მხოლოდ და ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ კითხვა დასვას შინაარსობრივი, ყველა გამოაძევეს. საბოლოოდ ალბათ, დარჩებიან მარტო. ასრულებენ რუსულ დავალებას და იციან, რომ რუსეთის ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი.“ – განაცხადა ანა წითლიძემ.

ცოტა ხნის წინ ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა "მოქალაქეების" წევრი ქეთევან თურაზაშვილი. იქამდე კი, თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ვაშაძე. 

იურიდიული კომიტეტი მეორე მოსმენით რუსულ კანონს განიხილავს. 

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი