"ოცნების" იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა. საკითხს პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ ხვალ გაიტანენ. ჯერჯერობით უცნობია ხვალვე უყრიან თუ არა კენჭს დოკუმენტს.

დღევანდელი კომიტეტი კი დილის 9 საათზე დაიწყო და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საწინააღმდეგო პოზიციების გამო სხდომიდან გააძევა თითქმის ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ის მათ კითხვების დასმის საშუალებას არ აძლევდა და მიკროფონებს უთიშავდა. მიზეზად კი რეგლამენტის დარღვევა მოჰყავდა. 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი