"დატოვეთ დარბაზი" | ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან რიგით მე-13 ოპოზიციონერი, თინა ბოკუჩავა გააძევა

გამოქვეყნდა:

"დატოვეთ დარბაზი" - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავაც გააძევა. ის რიგით მე-13 ოპოზიციონერი დეპუტატია, ვისაც დარბაზი დაატოვებინეს.

მანამდე სხდომიდან გააძევეს - დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, ანი წითლიძე, თაკო ჩარკვიანი, ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი, ქეთი თურაზაშვილი. სხდომა პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად დატოვეს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ, "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ, "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიციონერების გარდა, ოხანაშვილი აძევებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. მანამდე მათ კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევდა და მიკროფონს უთიშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი