"ბატონო ლევან, ჩაატარეთ ბრიფინგი და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს რუსული კანონი" | კორძაია სახალხო დამცველს

გამოქვეყნდა:

თამარ კორძაია სახალხო დამცველს მიმართავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლევან იოსელიანს საკუთარ ვალდებულებებს ახსენებს და მოუწოდებს დადგეს ხალხის გვერდით და დაიცვას მათი უფლებები.

"ბატონო ლევან, მიგმართავთ საჯაროდ, სახალხოდ და მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ და ჩაატაროთ ბრიფინგი და მოუწოდოთ ხელისუფლებას არ მიიღოს კანონი, რომელთან დაკავშირებითაც სწორედ სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ეუთოს დასკვნის თანახმად, დაირღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონსტიტუციური უფლება. დაირღვევა გაერთიანების თავისუფლება. ეს არ არის პოლიტიკური შეფასების საკითხი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა რომ დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად" აღნიშნა კორძაიამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი