გრძელდება დაჟინებული ზეწოლა სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, მიუხედავად იმისა, რომ ქართული სასამართლო სამართლიანობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებით EU-ს არაერთი წევრი ქვეყნის სასამართლოსაც კი უსწრებს | ივანიშვილი

გამოქვეყნდა:

გრძელდება დაჟინებული ზეწოლა სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, მიუხედავად იმისა, რომ ქართული სასამართლო სამართლიანობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებით EU-ს არაერთი წევრი ქვეყნის სასამართლოსაც კი უსწრებს - ამის შესახებ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.  

"მკაფიოდ მინდა გითხრათ. ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. შეგახსენებთ როგორ ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას. სასამართლოში დღემდე ითხოვენ ე.წ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს.

მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევის თანახმად, ქართული სასამართლო სამართლიანობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებით არაერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სასამართლოსაც კი უსწრებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ასახელებენ ვერცერთ საქმეს, რომელიც სასამართლომ პოლიტიკური ხელისუფლების ზეწოლით ან ზოგადად, უსამართლოდ გადაწყვიტა, გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ" - თქვა ივანიშვილმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი