"როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია​​​​​​​ - კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული" | ივანიშვილი

გამოქვეყნდა:

"როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია - კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული", - ამის შესახებ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საუბრობს.

ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ. ამიტომ LGBT პროპაგანდისა და ენჯეოების შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა. ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არ აქვს და მეორე მხრივ დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის. 

კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება გარდა იმისა, რომ გლობალური ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია.

[...]

სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა, ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია", - ამბობს ივანიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი