კობახიძის მსგავსად, პრეზიდენტს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არც პაპუაშვილი მიესალმა

გამოქვეყნდა:

თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმინისტრის მსგავსად, პრეზიდენტს არც პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები კი არ დასრულდა, არამედ " ათწლეულიდან ათწლეულამდე მატულობენ ის ხილული თუ უხილავი მტრები, რომლებიც გადაშენებით ემუქრებიან ჩვენ მიწა-წყალს, მის მოსახლეობას და ერთიანობას". 

"ბატონო პრემიერმინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, პატივცემულო სამხედროებო, სამხედრო მოსამსახურეებო, გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს", - თქვა პაპუაშვილმა.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი