ივანიშვილმა გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა რუსული კანონი, ჩვენი ნერვებით თამაშობს, თურმე დაგვღლის, რეალურად შეშინებული ცინიკოსი იდგა სცენაზე | ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"12 წლის თავზე, ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებული მილიარდერი კაცი, გამილიონერებულ ჩინოვნიკებთან ერთად იდგა სცენაზე და იქედან მიმართავდა მისივე გაღარიბებულ, სიდუხჭირეში მცხოვრებ ხალხს. იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებით და დაშინებით ჩამოიყვანეს დღევანდელ აქციაზე.

არცერთი სიტყვა ხალხის კეთილდღეობაზე, ხალხის დასაქმებაზე, ხელფასების მატებაზე, გადასახადების შემცირებაზე, ხალხის ხელშეწყობაზე ... არცერთი სიტყვა მოქალაქეების საჭიროებებზე.

კაცი, რომელსაც იმდენი ფული აქვს , რომ ვეღარ ითვლის , ტაშს აკვრევინებდა საზოგადოებას ( რიგ შემთხვევაში ჩაწერილ ტაშს ) და პედისტალიდან ამბობდა - კიდევ უფრო გაგაღარიბებთ, პერსპექტივას მოგიკლავთ, ევროპას ჩამოგაშორებთ. თქვენ კი ჩემი და ჩემი ჩინოვნიკების სიმდიდრით დატკბითო ...

როგორი დამცინავი იყო მთელი მისი გამოსვლა, სადაც ძირითადად სიძულვილზე, დაყოფაზე, დაპირისპირებაზე საუბრობდა. ხაზს უსვამდა რომ გენიოსი, სტრატეგოსია და მხოლოდ მან იცის რა არის სწორი, მართალი ... დაიქადნა, რომ ხელებს გადაგიგრეხთ, "დუბინკებს", ტყვიებს დაგიშენთ და მაინც გავიტან რაც გადაწყვეტილი მაქვსო...

დასცინოდა ხალხს, ახალგაზრდებს, მსახიობებს, სპორტსმენებს, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს შვილებს ...

მხოლოდ სიძულვილს აფრქვევდა! გამოგონილ მტრის ხატს ხატავდა. ვისაც ევროპული მომავალი გვინდა მუშტები მოგვიღერა - დაგამარცხებთ და წელში გაგტეხავთო .... ამასობაში, მისი მილიარდელი შვილი , დაცვის ალყაში მოქცეული მსვლელობას იმ ახალგაზრდებთან ერთად მოუყვებოდა, ვისაც პერსპექტივა სწორედ ივანიშვილებმა და კოლექტიურმა “ივანიშვილებმა” მოუკლეს.

მედიდურად იდგა და დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს მისივე დაცვის კორდონის უკან მდგარი არცერთი ახალგაზრდის პრობლემა არ გაახსენდება. არ დააინტერესებს და ცხადია, არც არასდროს მოიკითხავს ...

ივანიშვილმა დღეს გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა რუსული კანონი და ეს უბრალოდ თამაშის ნაწილია. ჩვენი ყოველდღიურობით, ნერვებით თამაშობს, ერთობა ... თურმე დაგვღლის და მერე გადაგვივლის ... ამას ისეთი სიამოვნებით ამბობდა, რთულია არ დაეჭვდე იმის თაობაზე, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა დამძიმებულია...

სად იყო მის გამოსვლაში ხალხი ? სიყვარული ? პოზიტივი ? ერთობა ? ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ნეგატივი და ბოროტება აფრქვია სცენიდან ? ამას იმსახურებს ჩვენი მრავალჭირნახული საქართველო ? ამას იმსახურებს ილიას საქართველო ?

ჭირსაც წაუღია ყველა პარტია, როცა ეროვნულ, სახელმწიფიებრივ საკითხებს ეხება საქმე ! ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ, მტკიცე და ერთმანეთის მხარდამხარ.

რეალურად შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა დღეს სცენაზე მის ტაშის მკვრელებთან ერთად. ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ხალხს ვერავინ დააჩოქებს! წინ გამარჯვებისკენ ! შინ ევროპაში ! არა რუსულ კანონს! ვაჩვენოთ, რა შეუძლია სიყვარულით გაერთიანებულ საქართველოს".

წერს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი