ყველაფერი რაც ივანიშვილმა გუშინ ილაპარაკა ნაკარნახევი იყო სისუსტით, ყველაფერი ჩვენს ხელთაა, თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება | ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ არავინ აპირებს დაღლას, რისი იმედიც "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ივანიშვილს აქვს. მისი განცხადებით, ბრძოლა და პროტესტი გაგრძელდება, ისტორიული სამართლიანობა აღდგება და მომავალში, ვეღარავინ ვერასდროს გაბედავს ქვეყნის მთავარ გამზირზე დადგეს და თქვას, რომ ქვეყნის ამოცანა აღარ არის ევროპული მომავალი. 

მელიას განცხადებით, ყველაფერი რაც ივანიშვილმა გუშინ ილაპარაკა, იყო ნაკარნახევი სისუსტით.

"ამ ქვეყანაში, სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში აღარასოდეს აირევა ბიძინა ივანიშვილო. ამ ქვეყანაში, ღირსება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა არ დაიცლება შინაარსისგან და არ იქცევა ცარიელ სიტყვებად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის მუდმივი ქართული ენერგია, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ენერგია არის მუდმივი ქართული ენერგია, რამაც ქვეყანა დღემდე მოიყვანა და უამრავი ქარტეხილი გამოატარა, მაგრამ არსად არასდროს დაკარგულა და არსად არასდროს დაიკარგება.

ივანიშვილმა ქვეყნის მთავარ გამზირზე, რუსთაველის გამზირზე, რომელიც იქცა თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ თანამედროვე ქართულ ისტორიაში, აი ამ რუსთაველის გამზირზე, ისტორიულ რუსთაველის გამზირზე გაბედა, დადგა და თქვა, რომ მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის ევროპა, მაშასადამე მის ინტერესებში არ შედის ევროპული მომავალი, ეს თქვა მან, ჩვენ ეს მოვისმინეთ, ჩვენ ეს გავიგეთ უკვე მერამდენეჯერ, დიახ, იყო ხალხი, ვინც პირველად, შოკირებულმა მოისმინა და დაიჯერა, რომ ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ქვეყანა აღარ იყოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მდგომი. ყველაფერი რაც მან ილაპარაკა გუშინ იყო ნაკარნახევი სისუსტით, ეს არ იყო ძლიერის პოზიციიდან ნალაპარაკები, სისუსტემ ალაპარაკა ის, რაც ალაპარაკა გუშინ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე მეტად სჯერა წარმატების და გამარჯვების და ყველაზე მეტად წარმატების და გამარჯვების სჯერა ქართველ ხალხს, გვჯერა ჩვენ. ბუნებრივია, გუშინდელმა დღემაც დაადასტურა, რომ შუა საუბარში, მის მიერ ნაძალადევად მოყვანილი ხალხიც კი გაეცალა მას, დიახ, არც მეტი არც ნაკლები, შუა ლაპარაკისას, საუბრისას და ის რუსთაველის გამზირი გაბედა და ჩააბნელა, რომ იქნებ დანარჩენ საქართველოს არ გვენახა როგორ ეცლება ხალხი მას. ყველაფერი არის ჩვენს ხელთ, ისე როგორც არასდროს, ისე როგორც არასდროს არის აუცილებელი ვიყოთ ყველანი აქტიურად, თავისუფლებისთვის ბროლა გაგრძელდება, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გაგრძელდება, თავისუფლებიც ვიქნებით, დამოუკიდებლებიც ვიქნებით და ამ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იქნება უწყვეტი პროტესტი, შედეგზე ორიენტირებული პროტესტი, იქნება ყოველდღიური პროტესტი, რომელიც დასრულდება გამარჯვებით", -  თქვა ნიკა მელიამ.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი