ამაღლებული განწყობა გვაქვს - ამბობს "ოცნების" მაჟორიტარი ბეჟანა წაქაძე და ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლით კმაყოფილებას ვერ მალავს :
"კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ალიან კარგად გაიგო ჩვენი მესიჯები და დადგა გვერდში იმას. რაც ქართულია. თქვა ის, რაც რეალობაა. ეხლა, რაც არ უნდა იხვანხვალოს თქვენმა უფროსებმა, ვინაც არ უნდა რა თქვას, ეს კანონი მაინც მიიღება იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანამ უარი თქვას თავის იდენტობაზე " ამბობს წაქაძე, თუმცა ვინ ართმევს იდენტობას, ამაზე ვერ პასუხობს.
"ეს კანონი აწუხებთ მათ, ეს პარლამენტია კაცო, ის ხო არ არის, საქულას დუქანი" ამბობს დეპუტატი.
ოლიგარქის მუქარას, რომ არჩევნების შემდეგ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" დასჯის, წაქაძე ასე ეხმაურება - "ამდენ ხანაც უნდა მომხდარიყო ეს"
[სტილი დაცულია]