არსად გვეჩქარება, რამდენი დღეც დასჭირდება, იმდენი ვიმუშაოთ, რუსული რა არის იქნებ ამოთქვათ რომელიღაცამ | მდინარაძე რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არსად ეჩქარებათ რუსული კანონის მიღება. პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია დაინტერესდა დღესვე ეყრებოდა თუ არა კენჭი მეორე მოსმენით რუსულ კანონს. 

მდინარაძე ამბობს, რომ კენჭისყრა, სავარაუდოდ, დღეს ვერ მოესწრება.

"არსად გვეჩქარება, ორი დღეც, სამი დღეც, რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, მივყვეთ ჩვეულებრივად, მუხლობრივად, არსად არ ვიჩქარებთ, გუნდის სახელით გეუბნებით და ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება, დღეს ალბათ არ მოესწრება [კენჭისყრა]... დღესაც გაგყრიან თუ ისე მოიქცევით გუშინ როგორც იქცეოდით, ეგ არის ჩვეულებრივი პროცედურა, გასაყრელები გაყარეს გუშინ, თუ მაგაზე გინდოდათ რაღაც დისკუსიაში შემოსვლა, შემოვედი მეც, პროცედურაზე თუ გაინტერესებთ, არსად არ გვეჩქარება, არც გუშინ გვეჩქარებოდა მაგრამ თქვენ მოიქეცით ისე, რომ დარჩით გარეთ. შესაბამისად ამისა, არსად გვეჩქარება, შეიძლება დასჭირდეს სამი დღეც, არანაირი პრობლემა არ არის, რამდენი დღეც დასჭირდება იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად, კიდევ ერთხელ დაველოდებით, ერთი ან რუსული ან ცუდი რა არის იქნება რომელიღაცამ ამოთქვათ რაღაცნაირად", - თქვა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. ამ სხდომიდან თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 17 ადამიანი გააძევა, მათ შორის ოპოზიციის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი