თუ "ქართული ოცნება" ავტოკრატიაზე ოცნებობს, მაშინ ეს არ არის ის, რაც EU-ში გვჭირდება | ბუნდესტაგის დეპუტატი

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების მიერ გადადგმული პრორუსული ნაბიჯები კი დასავლეთში უკვე ეჭვს აღარავის უტოვებს, რომ ივანიშვილის პარტია სწორედ რუსული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. "მთავარ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და ევროკავშირის კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი რუსული კანონის შემობრუნებაზე საუბერობს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს არაა ის, რაც ევროკავშირს სჭირდება:

"მე, ისევე როგორც მთელი ბუნდესტაგი და კანცლერი შოლცი, შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ვთვლიდით, რომ საქართველო ევროკავშირისკენ მიდიოდა და სწორედ ამიტომ, გაგვიხარდა როდესაც ევროპულმა საბჭომ ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რადგან ყველა წევრის დარწმუნება, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა,  საკმაოდ რთული იყო. ახლა კი, ჩვენ ვხედავთ კანონს უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც შარშან გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ უკან გაიწვიეს, მაგრამ წელს ისევ დააინიცირეს. 

ამბობენ, რომ ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ და სათაურიც მცირედით შეცვალეს, მაგრამ თუ წავიკითხავთ, ეს ზუსტად იგივე კანონპროექტია, რომელიც შარშან იქნა შემოტანილი. რა მოტივაცია აქვს საქართველოს მთავრობას, ამაზე მხოლოდ სპეკულირება შემიძლია. 

ასეთივე კანონი იქნა მიღებული რუსეთში, რასაც შემდეგ მისი გამკაცრება მოჰყვა და თუ ქართულ ოცნებას სურს ავტოკრატიაზე გადასვლა, რომელშიც არც სამოქალაქო საზოგადოება, არც უმცირესობები არიან დაცულნი, არც საპირისპირო აზრია და არც თავისუფალი მედია და თუ ეს არის, რაზეც ქართული ოცნება ოცნებობს, მაშინ ეს არ არის ის, რაც ევროკავშირში გვჭირდება. 

ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის გავლენა ქართულ ოცნებაზე სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. " ამბობს ბუნდესტაგის დეპუტატი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი