ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს გადაასწარით | ხაბეიშვილმა სხდომაზე "ოცნებას" ჩაწერილი ტაშის ხმა ჩაურთო

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს გუშინ, "ოცნების" მიერ რუსული კანონის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსახლეობას ერთი სული აქვს როდის მოიშორებს "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან და ეს მომავალ არჩევნებზე მოხდება. 

ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ჩაწერილი ტაშის ხმა ჩართო.

"პიედესტალზე იდექით ეს მილიონერები, გალამაზებულები, კარგი, უკაცრავად მაგრამ გაქსუებულები, კარგი ნაჭამ-ნასვამი და ქვემოთ იყო ხალხი, რომელსაც 300, 400, 500 ლარზე ამუშავებთ, თავადვე თქვით, რომ  ჩვენ დავიქირავეთ ავტობუსები, მაგრამ ეს ავტობუსები რატომ დაუქირავეთ იცით?! თავადვე იცით, რომ გზის ფულიც კი არ აქვს ამ ხალხს მართლა რომ უნდოდეს თქვენი მხარდაჭერა, გზის ფულიც არ აქვს, რომ ჩამოვიდეს ბათუმიდან, ზუგდიდიდან თუ სხვადასხვა ადგილებიდან. ეს დამშეული ხალხი დააყენეთ და არ შემიძლია, რომ ეს წარმოუდგენელია, ჩრდილოეთ კორეას გადაასწარით, გადაასწარით რუსეთს, ყველას გადაასწარით და ბიძინა რომ ამბობდა, არა ევროინტეგრაციას, კი რუსულ კანონს და ამ დროს [ ჩართო ჩაწერილი ტაში] ან არ გრცხვენოდათ ამ ჩაწერილი ტაშის", - თქვა ხაბეიშვილმა.

ამის შემდეგ ხაბეიშვილმა სხდომაზე აქციის იმ მონაწილეების ინტერვიუ ჩართო, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს კანონპროექტი უნდა შეჩერდეს, რომ ახლანდელი ცხოვრების გასაპროტესტებლად ჩამოვიდნენ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი