31 წლის მანძილზე, დღეს პირველად მოვისმენთ პრემიერმინისტრის მხრიდან მოღალატის ძახილი ჯარის წინაშე საქართველოს პრეზიდენტისთვის | აქუბარდია

გამოქვეყნდა:

პირველად, 31 წლის მანძილზე ჩვენ დღეს მოვისმენთ საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან მოღალატის ძახილი ჯარის წინაშე საქართველოს პრეზიდენტისთვის - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პრემიერ კობახიძის შეურაცხმყოფელ მიმართვას პრეზიდენტისადმი თავდაცვის ძალების დღის ღონისძიებაზე.

"დღეს ქართული ჯარის იუბილე ვაზიანის ბაზაზე გაიმართა, იმ ბაზაზე, რომლის ბრძოლისუნარიანობას ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება აკნინებს იმით, რომ აეროპორტს ხსნის სამხედრო პოლიგონის სიახლოვეს და ეს ღია გზავნილია, რომ ნატოს სამხედრო საწვრთნელი ცენტრი და თავდაცვის შესაძლებლობები ქართული ოცნებისთვის არ არის მნიშვნელოვანი" აღნიშნა აქუბარდიამ.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ამაყობენ გიორგი ანწუხელიძით, შინდისის გმირებითა და აგვისტოს ომის სხვა გმირებით, პრემიერი კობახიძე და ივანიშვილი მათ ეუბნება, რომ ქვეყანა აღარ მიდის თავისუფალ სამყაროსკენ:

"ის, რომ ჩვენი ჯარი ამაყად იცავდა გლობალურ მშვიდობას ნატოსა და ევროკავშირის მისიებში, ეს იყო მნიშვნელოვანი ფრონტის ხაზი იმისთვის, რომ საქართველო გამხდარიყო ნატოს და ევროკავშირის წევრი და ამ მოცემულობაში ამ ყველაფერზე უარი, ეს არის ბრძოლის გამოცხადება საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან....

დღეს არის დღე, როდესაც ქართულმა ოცნებამ შეურაცხყო ყველა იმ გმირის ხსოვნა, რომელიც იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენულ არჩევანს, შეურაცხყო ყველა ის ქართველი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია  ევროპული მომავალი, კეთილდღეობა და ევროპული ტიპის დემოკრატია და ჩვენ მოვისმინეთ, რომ ძალა არა ერთობაში, არამედ ბიძინაშია" აღნიშნა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი