მკაფიოდ ვთქვით, რომ არ არის თანხვედრაში ევროპულ ღირებულებებთან და აისახება გაფართოების ანგარიშში | სტანო რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის პრესსპიკერი, პიტერ სტანო, საქართელოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ რუსულმა კანონმა, შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

მან ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსული კანონი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება და აღნიშნა, რომ ის აისახება ევროკავშირის გაფართოების პაკეტთან დაკავშირებულ ანგარიშში, რომელსაც
ამზადებენ.

"უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად ნათლად განაცხადეს, ამ კანონის მიღება ნიშნავს, საქართველოს დაშორებას მისი გაცხადებული მიზნისგან - დაუახლოვდეს ევროკავშირს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ეს კანონი არ არის თანხვედრაში ევროპულ ღირებულებებსა და მოლოდინებთან. მისი დამტკიცების შემდეგ, რეალურად, შეიძლება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს.

როგორც იცით, შემოდგომაზე ევროკომისია ამზადებს ანგარიშს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით და ყველა ეს პროცესი ამ ანგარიშში აისახება. როგორც ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში, თუ არ იქნება პროგრესი რიგ საკითხებზე, ან თუ იქნება უკან დახევა, ამას გავლენა ექნება ქვეყნის მიმართ ზოგად მიდგომასა და ქვეყნის პროგრესზე, ხალხისა და მთავრობის მიერ გამოცხადებული პრიორიტეტის მიღწევის გზაზე, რაც არის ევროკავშირთან დაახლოება", - თქვა სტანომ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი