გუშინ თქვენ მთაწმინდა გადმოაპირქვავეთ... რა საერთო გაქვთ მერაბ კოსტავასთან და ილია ჭავჭავაძესთან, როდესაც მათ ციტირებთ | ხერხეულიძე "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

შეიარაღებულ ძალებს ვულოცავ დღევანდელ დღეს და დიდება ზვიად გამსახურდიას სახელს, რომელიც გახლავთ ამ საქმის ფუძემდებელი და რომელსაც სწორედ რუსებმა სამეგრელოს ტყეში მოუსწრაფეს სიცოცხლე - ამ სიტყვებით დაიწყო ენმ-ის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა.

ხერხეულიძე რუსული კანონის მხარდამჭერ "ოცნების" შეკრებას გამოეხმაურა:

"თქვენ რაც ყველაზე ცუდი გააკეთეთ,  გუშინ გააკეთეთ ის, რომ მთაწმინდა გადმოაპირქვავეთ. ადამიანები, რომლებიც ღირსებით არიან საქართველოს ისტორიაში დამკვიდრებული, მათი სახელები გამოიყენეთ სპეკულაციის სახით, სრულიად სხვა გაგებით. მე არ მესმის რა საერთო და სულიერი ნათესაობა გაქვთ მერაბ კოსტავასთან და ილია ჭავჭავაძესთან, როდესაც მათ ციტირებთ." თქვა ხერხეულიძემ და ოპოზიციონერ კოლეგებს შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი, რომელმაც საქართველოში ევროკავშირის დროშა აღმართა და მისი შედარება ივანიშვილთან, უსამართლობაა:

"როდესაც თქვენ ამ ადამიანზე საუბრობთ საპირწონედ ივანიშვილის, გახსოვდეთ, რომ ტირანზე ლაპარაკის დროს, ეს არის სრულიად უადგილო იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება გადააბარა და ეს არის ისეთი უსამართლობა, რომელსაც ანალოგი არ აქვს" - განაცხადა ხერხეულიძემ და ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც მისი თქმით, დაკომპლექსებული არიან ამ სახელის ხსენებით, გამოფხიზლებისკენ  მოუწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი