არა რუსულ კანონს! | ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე დღეს ხმაური იყო - ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთად ცდილობდნენ კიდევ ერთხელ აეხსნათ ხელისუფლებისთვის, რა სახიფათო და საზიანოა რუსული კანონი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მათ მმართველ გუნდს შეახსენეს, როგორ ეხმარებიან დასავლელი პარტნიორების უკვე რამდენიმე ათეული წელია საქართველოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრი მმართველი პარტიის ის დეპუტატებიც დაასახელეს, რომლებიც სწორედ არასამთავრობო სექტორიდან მოვიდნენ პოლიტიკაში - როგორც გაირკვა, ზუგდიდის საკრებულოს "ოცნების" დეპუტატების ნახევარზე მეტს, სწორედ ასეთი წარსული აქვს.

ქართული ოცნების დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია რუსულ კანონთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვებმა, ასევე გუშინდელ რუსულ მარშზე იძულებით წაყვანილ საჯარო მოხელეებზე განცხადებებმა.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი