
„უნდა გავითვალისწინოთ ის ეკონომიკური შედეგები რაც პანდემიას აქვს“ - საქართველოს კორონაპოლიკაზე და მასთან გამკლავების გზებზე, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტანტმა ანდრია ურუშაძემ „დღის სტუმარში“ ისაუბრა.
„გაჩერებული ეკონომიკა, უმუშევრად დარჩენილი ადამიანები, არ ვგულისხმობ მხოლოდ ფორმალურ სექტორს, ვგულისხმობ მათაც, ვინც არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, თითქმის ყოველი მეორე ადამიანი, დასაქმებული არაფორმალურ სექტორში, ემუქრება შემოსავლის დაკარგვა, არამგონია, საქართველოში სხვა სიტუაცია იყოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიცოდეთ რამდენად მზად იყო ჩვენი სოცილაური დაცვის სისტემა ამ გამოწვევებისთვის და როგირი რეაგირება მოახდინა მთვარობამ“.
ურუშაძის თქმით, მთავარი გაკვეთილი ამ კრიზისიდან ისაა, რომ ქვეყანას ქონდეს ერთიანი ხედვა პრობლემასთან გამკლავებისა.
„მთავარობა შეეცედა ეპასუხა კრიზისისთვის, მაგრამ მთავარია შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ. მთავარი დასკვნა კი არის ის, რომ ჩვენი სოციალური დაცვის სისტემა არ არის მზად მსგავსი კრიზისებისთვის - ჩვენ ვერც დროულად და ვერც საკმარისი რეაგირება ვერ მოვახდინეთ, ჩვენ ვერ ვუპასუხეთ ამას მიზნობრივად, ჩვენი ნაციონალური რესურსი - ფიანსური თუ ინფრასტრუქტურული არ აღმოჩნდა მზად მსგავს გამოწვევაზე რეაგირებისათვის. სიღარიბე არანაკლებ ადამინს კლავს ვიდრე დაავადება.“.
ანდრია ურუშაძემ სოციალური დაცვის სისტემაზე სტატიაც გამოქვეყნა - „პანდემიის გაკვეთილები საქართველოს სოციალური დაცვის სისტემისთვის“.
სტატია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის ფარგლებში, გერმანიის მარშალის ფონდის მხარდაჭერით მომზადდა. ეს სტატია იმ პუბლიკაციებს შორისაა, რომლებიც კოვიდის პერიოდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზეა.