"ამას არავინ ელოდა. რუსეთის ყოფილმა მოწინააღმდეგემ უარი თქვა ევროკავშირზე" | კრემლის მედია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქციების ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ოპოზიციისთვის ეჩვენებინა, რომ ძალიან პოპულარულია. იმავდროულად, ხელისუფლების ოპონენტები სკანდალური დოკუმენტის გაუქმებას კი აღარ ითხოვენ, არამედ მმართველი რეჟიმის დამხობას - ასე ეხმაურება რუსული სამთავრობო მედია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს რუსულ კანონთან დაკავშირებით და "ოცნების" კონტრაქციას.

"რია ნოვოსტი" სტატიას აქვეყნებს სათაურით - "ამას არავინ ელოდა. რუსეთის ყოფილმა მოწინააღმდეგემ უარი თქვა ევროკავშირზე", სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირში სულ უფრო ხშირად ისმის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებისა და კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ განცხადებები.

კრემლის მედია ტრადიციულად ღარიბაშვილის განცხადებას იშველიებს, სადაც "ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროკავშირი ახლა საქართველოს მისაღებად მზად არაა.  სტატიაში მოხვდა მისი მუქარაც, რომ "პატარა გადაცდომაზე, ყველა მკაცრად დაისჯება".

სტატიაში მოხსენიებულია შალვა პაპუაშვილისა და მამუკა მდინარაძის განცხადებებიც, როგორ ამართლებენ ისინი რუსულ კანონს.

"თუმცა, ოპოზიცია დაჟინებით აცხადებს: უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებით საქართველო დაემშვიდობება ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებას" - ნათქვამია სტატიაში, რომელიც "ოცნების" გუშინდელ რუსულ მარშამდეა გამოქვეყნებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი