ხმაური წალენჯიხის საკრებულოში | სხდომაზე ოპოზიციის მიერ რუსული კანონის დაგმობას "ოცნების" გაღიზიანება მოჰყვა

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის საკრებულოს სხდომა ხმაურით დასრულდა - ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციური პარტიების წევრებმა სხდომაზე "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი დაგმეს, რასაც "ოცნების" წევრების გაღიზიანება მოჰყვა. 

ოპოზიციის წევრებმა მათ მოუწოდეს, უარი თქვან რუსულ კანონზე და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებას აარდონ. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ მოახდინონ ზეწოლა საჯარო მოხელეებზე. სწორედ ამაც მოჰყვა "ოცნების" წევრების მხრიდან ოპოზიციის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაწევ-გამოწევა მოჰყვა.

ცნობისთვის, ხვალ წალენჯიხაში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 19:00 საათზე იგეგმება.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი