არა რუსულ კანონს - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, ჩიტაძის ქუჩაზე კი პოლიცია გამოჩნდა. საპოლიციო ძალები "ქართული ოცნების" იმ დეპუტატების დაცვას შეეცდებიან, რომლებიც ამ წუთებში რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ.
პარლამენტის წინ კი აქცია იწყება - მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ და მის უკან გაწვევას ითხოვენ. აქციას წუთი წუთზე შეუერთდებიან სტუდენტებიც.