ყველანი ვამაგრებთ საქართველოს, წერტილი. ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს, ივანიშვილს აქვს | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას პოლიტიკოსები შეუერთდნენ. ჩიტაძის ქუჩაზე იმყოფებიან პარტია "ახალის" წევრები. პარტიის თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველო ახლა საფრთხეშია, ხელისუფლება ცვლის მის ისტორიული ევროპულ კურსს და ამ ვითარებაში, "ოცნებამ" თავი კომფორტულად ვერსად ვერ უნდა იგრძნოს:

"ამას ვგეგმავთ, ქართული ოცნება ვერ იქნება ამ ქვეყანაში არათუ კომფორტულად, სიმშვიდეს ვერ იპოვის ვერასდროს. ეს არის მოღალატეების ხვედრი. გამოვიდნენ და შეხედონ თავის ხალხს თვალებში. სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ აქ ცოტა ხალხი ზის. ზუსტად 15 წუთში იქნება 100 ამდენი და იმის მერე 15 წუთში 1000 ამდენი. ტყუილად ჰგონიათ, რომ ამ ქვეყანაში მოსვენებას პოვებენ, გამორიცხული ამბავია. ამ ქვეყანაში მათ ფეხქვეშ მიწა დაიწვება. ეს არის მოღალატეების ხვედრი. ისინი ღალატობენ ქვეყანას. გუშინ, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ეს არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ასეთი მძიმე ტექსტი, ქართველს არ უთქვამს. ეს არის ქვეყნის ისტორიული ვექტორის შეცვლა სრული მიმართულებით, 180 გრადუსით შეტრიალება. არ გამოვა მეგობრებო, ამ ქვეყანაში რუსეთი არ დაბრუნდება. ვისაც უნდა იმას უნდოდეს, რითიც გინდა იმით იმუქრებოდეს, არ გვეშინია, დედას ვუტირებთ ყველას, ვინც ჩვენ სამშობლოს ემუქრება. ასეა, ახლა სამშობლო საფრთხეშია, გამორიცხულია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არაფერს, თუ ამ ქვეყანას რუსეთი წაიღებს, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. მე ამ ქვეყანაში მინდა დავბერდე, დავიმარხო და მთელი ჩემი შთამომავლობა იყოს აქ და ამ ქვეყანას ემსახურებოდეს. ვერ ვიქნები რუსეთში ვერც მე, ვერც ჩემი შვილები, ვერც იმათი შვილები. ამიტომ, წავა აქედან ივანიშვილი და ყველა, ვისაც უნდა რუსეთი. ჩვენ ვიქნებით აქ, ქართველები, ნამდვილი ევროპელები...ყველანი ვამაგრებთ საქართველოს, წერტილი. ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს, ივანიშვილს სხვა სამშობლო აქვს, ეს არ არის მისი სამშობლო, თორემ რუსეთი მისი სამშობლოა ნამდვილად და წავიდეს იქ, სადაც მას ელიან  " ამბობს ნიკა გვარამია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი