პარლამენტმა დღეს მუშაობა დაასრულა | ჩიტაძეზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მობილიზდა

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა რუსული კანონის მეორე მოსმენის დღევანდელი განხილვა დაასრულა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, განხილვა ხვალ, 12 საათიდან გაგრძელდება.

სავარაუდოდ კანონპროექტი ხვალვე გავა კენჭისყრაზე.

"ოცნების" დეპუტატები ნელ-ნელა საკანონმდებლო ორგანოს დატოვებას დაიწყებენ. სავარაუდოდ ამ ფაქტს უკავშირდება შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების გაძლიერებული მობილიზება პარლამენტის შესასვლელებთან, განსაკუთრებით კი ჩიტაძის ქუჩაზე. ამაგრებენ საავტომობილო გამოსასვლელსაც. გამოყვანილია წყლის ჭავლის მანქანაც. 

საკანონმდებლო ორგანოსთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი