"ჩვენი ვალდებულებაა, ხან ვიდგეთ ჭიჭინაძის ქუჩაზე, ხან ჩიტაძის ქუჩაზე, ხან რუსთაველზე, ხან ქუთაისში, მანამ, სანამ ქვეყანა არ დაიბრუნებს თავისუფლებას" | ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ჩვენი ვალდებულებაა, ხან ვიდგეთ ჭიჭინაძის ქუჩაზე, ხან ჩიტაძის ქუჩაზე, ხან რუსთაველზე, ხან ქუთაისში, მანამ, სანამ ქვეყანა არ დაიბრუნებს თავისუფლებას", - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია საუბრობს, რომელიც ამ წუთებში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფება. 

"ახალის" გადაწყვეტილება არის ისეთივე, როგორიც არის საზოგადოების გადაწყვეტილება, რომ წარსული უნდა ჩაბარდეს წარსულს და ადამიანმა, რომელმაც, ივანიშვილი მყავს მხედველობაში, რუსთაველის გამზირზე, გამზირზე, სადაც თავისუფლება, ღირსება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი მოიპოვა თაობებმა ჩვენმა, წლების წინ, უნდა ყველაზე ძვირფასი გაიღოს, რაც კი ოდესმე გაიღო, აი ეს ყველაფერი ხო ძირითადად აქ, მთავარ გამზირზე ხდებოდა.

აი ამავე გამზირზე გაბედა და თქვა, რომ ის აღარ აპირებს ევროპული გზით სიარულს. და მიზეზი არის ერთადერთი, რომ ევროპული მომავალი მას და მის ფულს უქმნის საფრთხეს. ის აღარაფრად არ თვლის საზოგადოებას და მან ეს თქვა, რომ მოქალაქე მას არ აინტერესებს. აქ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, შეუძლებელი არის, რომ ის ღირსება, ის თავისუფლება, რომ საუბრობს თავად და მისი თანამზრახველები, შინაარსისგან დაიცალოს ქართველებისთვის აი ეს ყველაზე ძვირფასი სიტყვები. შეუძლებელია. ჩვენი ვალდებულებაა, ხან ვიდგეთ ჭიჭინაძის ქუჩაზე, ხან ჩიტაძის ქუჩაზე, ხან რუსთაველზე, ხან თბილისში, ხან ქუთაისში, მანამ, სანამ ქვეყანა არ დაიბრუნებს თავისუფლებას. და თავისუფალი იქნება ქართველი ადამიანი, დამოუკიდებელი იქნება ქართველი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე და ამ დამოუკიდებლობისთვის, ამ თავისუფლებისთვის, დიახაც, პროტესტი გაგრძელდება.

გაგრძელდება ძალიან პრინციპული, უკან დაუხეველი პროტესტი, სადაც ვართ თავიდან ბოლომდე მართლები და ვერავინ ვერ აიძულებს ქართველ ადამიანს, უარი თქვას მის მომავალზე. ეს ხომ შეუძლებელია. ივანიშვილს ჰგონია, რა ფულსაც ის ხარჯავს და მერე ამ დახარჯული ფულით მართავს თავის საცეცებს, ჰგონია, რომ მეორე მხარეს, სადაც დანარჩენი საქართველოა, ვიღაცა, უხილავი ხელი ასევე მართავს და რაღაც ეფემერულ თანხას და ფულს ებრძვის. ეს არის მისი ყველაზე დიდი შეცდომა - ამ ადამიანების მოტივაცია არის სულ სხვა, პატრიოტული მოტივაცია და სწორი მოტივაცია. ერთი თეთრი და ერთი ლარი არ იხარჯება, ისე გამოდის უკვე მე-16 დღეა ათობით ათასი ძირითადად თბილისელი და არამხოლოდ თბილისელი, - ამბობს ნიკა მელია. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი