გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე, ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ | ლანდსბერგისი

გამოქვეყნდა:

გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე - ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ  - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი  საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე რამდენიმე განცხადებას ავრცელებს.

"გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე ივანიშვილის ხედვის მოსმენით. შოკირებული ვარ ურთიერთობების ასეთი უეცარი ცვლილებით ქვეყნებთან, მათ შორის ლიეტუვასთან, რომლებიც საქართველოს უახლოესი მოკავშირეები იყვნენ. ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ...

ლიეტუველებს თქვენი გამარჯვებები უხაროდათ, მხარში გედექით, როდესაც რუსეთი თავს დაგესხათ, ვტიროდით თქვენი სიცოცხლისა და მიწის დაკარგვაზე.

ახლა შოკირებულები ვართ იმის დანახვით, თუ როგორ მიათრევენ ქართველებს არათავისუფლებისკენ ისინი, ვისაც თავად ყველაზე მეტად ეშინიათ თავისუფლების. მაგრამ ვიცით, რომ ქართველები, ლიეტუველებივით, მარად თავისუფალი სულისკვეთების არიან - წერს ლანდსბერგისი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი