სპეცრაზმი ისევ აქციის მშვიდობიან მოქალაქეებს არბევს | გამოიყენეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი

გამოქვეყნდა:

სპეცრაზმი ისევ აქციის მშვიდობიან მოქალაქეებს არბევს - მათ წინააღმდეგ გაუშვეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. არსებული ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.

ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმის დამატებითი ძალები - რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ამ წუთებში რუსთაველზე, თბილისი მერიოტის მიმდებარედ, თაბუკაშვილის ქუჩის ჩასახვევთან იმყოფებიან.

პარალელურად, აქციის დარბევის შემდეგ დემონსტრანტების ნაწილმა მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე გადაინაცვლა და გზები გადაკეტა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი