ზუგდიდში, აქციაზე, "ახალის" და "დროას" წევრები დააკავეს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დააკავეს. აქცია სპონტანურად მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თბილისში სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქცია დაარბია. 

დაკავებულია ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია და "დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხემძღვანელი, მარიამ სიჭინავა. დაკავების მიზეზად აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება სახელდება. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი