მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, ხაბეიშვილის უკანონო დაკავება და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, არის რუსული რეჟიმის რეალური სახე | ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის უკანონო დაკავება და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, ეს არის რუსული რეჟიმის რეალური სახე, რომელიც ცდილობს ერთი შლეგი ადამიანის, ივანიშვილის ვნებებს და შიშებს გადააყოლოს ქვეყნის და ხალხის ინტერესები.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის დანაშაულებზე.
მოვუწოდებთ პოლიციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს არ შეასრულონ ძალადობრივი რეჟიმის უკანონო ბრძანებები. 
მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, ერთად ვიბრძოლოთ არაძალადობრივი პროტესტის ყველა ფორმით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
არა რუსულ კანონს!
არა რუსულ რეჟიმს!
საქართველო გახდება ევროპა.
საქართველო გაიმარჯვებს"

 წერს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ლევან ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი